შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა
support
ბოლო განახლება 2 თვის წინ
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას შეღავათები ვრცელდება მხოლოდ მე-2 კლასის ადგილებზე, შემდეგი პირებისთვის:
პირს, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფი, უფლება აქვს ერთ რეისზე შეიძინოს მხოლოდ ერთი შეღავათიანი ბილეთი. ამისათვის მან უნდა შეიყვანოს შესაბამის ველში პირადი ნომერი, რომლის მიხედვით მოხდება შეღავათიანი ტარიფის გავრცელება.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის, შეღავათით მოსარგებლე მგზავრმა ვაგონის გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) უნდა წარადგინოს შეღავათით მოსარგებლე მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.
მხოლოდ საბავშვო ბილეთით მგზავრობისას არის დასაშვები დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა.
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები;
- საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.
პირს, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფი, უფლება აქვს ერთ რეისზე შეიძინოს მხოლოდ ერთი შეღავათიანი ბილეთი. ამისათვის მან უნდა შეიყვანოს შესაბამის ველში პირადი ნომერი, რომლის მიხედვით მოხდება შეღავათიანი ტარიფის გავრცელება.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის, შეღავათით მოსარგებლე მგზავრმა ვაგონის გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) უნდა წარადგინოს შეღავათით მოსარგებლე მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) წარდგენილ უნდა იქნეს პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ორიგინალი დოკუმენტი.
მოწმობის ასლის ან ფოტოვერსიის წარდგენის შემთხვევაში, მგზავრი ბორტზე არ დაიშვება.