პატარა ზომის შინაური ცხოველების/ფრინველების გადაყვანა

support

ბოლო განახლება 2 თვის წინ

მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები, თუ ისინი მოთავსებულნი არიან სპეციალურ კონტეინერებში და კონტეინერი არ იკავებს ცალკე სამგზავრო ადგილს. თუ მგზავრს სურს, რომ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულნი არიან შინაური ცხოველები/ფრინველები, განათავსოს ცალკე სამგზავრო ადგილზე, მაშინ მან სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას, დამატებით უნდა შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) სპეციალური კონტეინერის განსათავსებლად.


კონტეინერის პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს 55X35X20 სმ-ს. ამასთან კონტეინერი უნდა იყოს სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის/ფრინველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა; კონტეინერს უნდა ჰქონდეს ჰაერგამტარი სამი მხრიდან; უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ ცხოველს/ფრინველს შეეძლოს ბუნებრივად მოძრაობა; კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით;


მგზავრი, რომელსაც მატარებლით გადაჰყავს პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი, ვალდებულია თან იქონიოს ვეტერინარული მოწმობა, რომელიც მატარებელში ჩასხდომისას უნდა წარუდგინოს მატარებლის გამყოლს (მომსახურების ოპერატორს);

მგზავრი ვალდებულია, შინაური ცხოველის/ფრინველის კონტეინერი განათავსოს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა მგზავრების თავისუფლად გადაადგილებას;

მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი იმ პატარა ზომის შინაურ ცხოველზე/ფრინველზე, რომელიც მას გადაჰყავს მატარებლით. ვალდებულია, თვალყური ადევნოს კონტეინერს და მასში მოთავსებულ ცხოველს/ფრინველს, რათა მათ არ შეაწუხონ და საფრთხე არ შეუქმნან სხვა მგზავრებს, არ დააზიანონ ან დააბინძურონ მატარებელი და სხვა მგზავრების ქონება.

თუ პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი ზიანს მიაყენებს სხვა მგზავრებსა და მატარებლის პერსონალს, დააზიანებს ან/და დააბინძურებს მატარებელსა და სხვა მგზავრების ქონებას, მაშინ ამ ზიანის ანაზღაურება სრულად დაეკისრება მგზავრს, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი.



Was this article helpful?

0 out of 0 liked this article

Still need help? Message Us