1

კონფიდენციალურობა

support

ბოლო განახლება 2 თვის წინ

matarebeli.ge საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს თქვენი პირადი მონაცემების დაცვას. ეს პოლიტიკა ასახავს თქვენს უფლებებს რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან , გამოყენებასთან და შეგროვებასთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.


რა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ? 

როდესაც მომხმარებელი ეწვევა matarebeli.ge ს საიტს ან სარგებლობს ვებგვერდის მომსახურებით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც იგზავნება თქვენი კომპიუტერიდან, მობილური ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. ბილეთის 
გაყიდვისთვის, ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი.

პირადი ინფორმაციის გამოყენება
თქვენს პირად ინფორმაციას, ისეთი როგორიც არის ელ-ფოსტა, ვიყენებთ რათა მოვახდინოთ თქვენი დაშვება თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე, ხოლო მობილურ ნომერს ვიყენებთ რათა გამოგიგზავნოთ ბილეთის დეტალები sms სახით. 

ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ საქართველოს რკინიგზას, რამეთუ წარმოვადგენთ მათ პარტნიორ აგენტს და ვანხორციელებთ ბილეთების რეალიზებას ოფიციალურად.

თქვენ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის რომ: 
შეიძინოთ ბილეთები და მართოთ თქვენი ანგარიში, ვუზრუნველყოთ მგზავრის მხარდაჭერა, უსაფრთხო ტრანზაქციის პროცესი , დავების გადაჭრა,დაგიკავშირდეთ თქვენი ელექტრონულ ფოსტაზე რათა შევამოწმოთ ტრანზაქციის სისწორე და ანგარიშის ავთენტურობა. შემოგთავაზოთ ინფორმაცია პროდუქციასა და მომსახურება შესახებ. დროდადრო გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები რეისების ან მატარებლის განრიგთან დაკავშირებით. თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად

ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები . ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენ მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებთან.

ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი და როცა თქვენ შედიხართ საიტზე ის აქტივირდება, ხოლო როცა ტოვებთ მას ავტომატურად ირთვება. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში , თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი საიტს ყველა გვერდს.

 
 

Was this article helpful?

0 out of 0 liked this article

Still need help? Message Us