კომპენსაციის პირობები
support
ბოლო განახლება 2 თვის წინ
რკინიგზაში მოქმედებს კომპენსაციის პირობები, რომლის თანახმად მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია რკინიგზის მიზეზით გამოწვეული მატარებლის დაგვიანების გამო, გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას;
დაგვიანებად ითვლება რკინიგზის მიზეზით მატარებლის დანიშნულების საბოლოო პუნქტში 60 წუთით და მეტით დაგვიანება;
დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაა:
1.ბილეთის სატარიფო ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში;
2.ბილეთის სატარიფო ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში;
დაგვიანებისათვის ბილეთის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან / წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში;
მგზავრს არ აქვს დაგვიანებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუ ის ბილეთის შეძენის დროს ინფორმირებული იყო მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ ან თუ დაგვიანების დრო 60 წუთზე ნაკლებია;
კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა სრულად ისარგებლა სარკინიგზო მომსახურებით და ბილეთის საფასური არ ანაზღაურებულა სხვა საფუძვლებით;
მატარებლის მოხსნის შემთხვევაში მგზავრობის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება.
ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას, რეისის დაგვიანების შემთხვევაში, კომპენსაცია გაცემას არ ექვემდებარება, თუ სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მგზავრი ვალდებულია კომპენსაციის მიღების მიზნით, დადგენილი წესების შესაბამისად, შესაბამისი გარემოების დადგომიდან 7 დღის ვადაში, რკინიგზას მიმართოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ცხელი ხაზის (1331), ელექტრონული ფოსტის callcenter@railway.ge ან/და სარკინიგზო საბილეთო სალაროების მეშვეობით.
