ჯგუფური მგზავრობის პირობები
support
ბოლო განახლება 2 თვის წინ
ჯგუფური ბილეთის გაფორმება ხდება თითოეული მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შევსების საფუძველზე.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ერთი მგზავრის (ჯგუფის ხელმძღვანელი) პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, გაფორმდეს მთელი ჯგუფის ბილეთი, რომელიც მგზავრებთან ერთად იმგზავრებს განაცხადში მითითებულ მარშრუტებზე.
ამ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს მგზავრთა სრული სია სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. მატარებელში ჩასხდომისას ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ პიროვნების დამადასტურებელი მოწმობები.
