მგზავრთა ქცევის წესები და პასუხისმგებლობები

support

ბოლო განახლება 2 თვის წინ

დაუშვებელია მატარებლის ბორტზე თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება;

დაუშვებელია მატარებელში ჩაჯდომისას ან მგზავრობისას ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მგზავრობის წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სპირტიანი სასმელების მიღება, სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა. ასეთი მგზავრისთვის გამგზავრებაზე უარის თქმა ან მატარებლის დატოვების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ვაგონის გამყოლს/მომსახურების ოპერატორს ან რკინიგზის სხვა უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო დაუმორჩილებლობისას – პოლიციის თანამშრომელს. ასეთ პირს მგზავრობის და ბარგის გადაზიდვის საფასური არ უბრუნდება;

მგზავრი მატარებლის ბორტზე ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებაში მიღებულ ქცევისა და ეთიკის წესებს. დაუშვებელია მატარებლის ბორტზე ელექტრონული მოწყობილობებით იმგვარი სარგებლობა, რაც იწვევს სხვა მგზავრების სიმშვიდის დარღვევას. აღნიშნული მოწყობილობების ამ ფორმით სარგებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ყურსასმენი.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრის მიერ, ზემოთ ჩამოთვლილი ან ზემოაღნიშნული წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვაგონის გამყოლი (მომსახურების ოპერატორი) ან სხვა პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, უარი უთხრას მგზავრს გადაყვანაზე ან უახლოეს სადგურში დაატოვებინოს მატარებელი.

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამგზავრო ბილეთის შემადგენელ ნაწილს.


აღნიშნულ დოკუმენტში შესაძლოა, შევიდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად, მგზავრი ვალდებულია, ბილეთის შეძენამდე, გაეცნოს აღნიშნული დოკუმენტის კონსოლიდირებულ ვერსიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ,  მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე info [at] matarebeli.ge ან ეწვიოთ ვებ-გვერდს და გამოიყენეთ ონლაინ ჩათი, ოპერატორთან დასაკავშირებლად. ( სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 19:00საათამდე)

ეწვიოთ ვებ-გვერდს და გამოიყენეთ ონლაინ ჩათი, ოპერატორთან დასაკავშირებლად. ( სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 19:00საათამდე.


 

Was this article helpful?

0 out of 0 liked this article

Still need help? Message Us