მატარებლის ბილეთების დაბრუნება
support
ბოლო განახლება 2 თვის წინ
მოქმედი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) შეგიძლიათ, დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე (საწყისი წერტილიდან ) 1 საათით ადრე, ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით.აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) არ ბრუნდება.
მგზავრს უფლება აქვს, გამოუყენებელი ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, დაიბრუნოს ბილეთის საფასური, მოქმედი წესების შესაბამისად.
თუ მატარებლის გასვლამდე (საწყისი წერტილიდან) დარჩენილია:
საბავშვო ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) დაბრუნებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჯერ ბრუნდება საბავშვო ბილეთი და მხოლოდ შემდგომ, ბავშვის თანმხლები პირის სრული ბილეთი.
შეძენილ სამგზავრო დოკუმენტზე გადახდილი სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო საფასურები არ დაბრუნდება, თუ ბილეთის დაბრუნება გამოწვეული არ არის რკინიგზის მიზეზით.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) დაბრუნებისას, თანხის გადმორიცხვის ინიცირება ხდება მომენტალურად, ხოლო თანხის ჩარიცხვა ხორციელდება 1 ან 3 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც განხორციელდა ტრანზაქცია; თანხის დროულად დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ბარათის მომსახურე ბანკი.

- არანაკლებ 15 საათისა – სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) სატარიფო საფასურიდან იქვითება სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.
- 15 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 4 საათისა) სატარიფო საფასურიდან იქვითება ბილეთის ღირებულების 15%; ასევე სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.
- 4 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 1 საათისა) სატარიფო საფასურიდან იქვითება ბილეთის ღირებულების 30%; ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.