პატარა ზომის შინაური ცხოველების/ფრინველების გადაყვანა
support
ბოლო განახლება 22 დღის წინ
მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი, თუ ის მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში/ჩანთაში და არ იკავებს ცალკე სამგზავრო ადგილს. ამასთან 1 მგზავრს შეუძლია გადაიყვანოს არაუმეტეს 2 პატარა ზომის შინაური ცხოველისა/ფრინველისა.
თუ მგზავრს სურს, რომ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია შინაური ცხოველი/ფრინველი, განათავსოს ცალკე სამგზავრო ადგილზე, მაშინ მან სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას, დამატებით უნდა შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი სპეციალური კონტეინერის/ჩანთის განსათავსებლად. ამასთან, მგზავრი ვალდებულია კონტეინერის/ჩანთის განსათავსებლად ცალკე სამგზავრო ადგილის შესყიდვისას, სრულად აითვისოს რიგში მყოფი ყველა ადგილი, რათა სხვა მგზავრებს არ შეექმნათ დისკომფორტი.
კონტეინერის/ჩანთის პარამეტრების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 140 სმ-ს. ამასთან კონტეინერი უნდა იყოს სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის/ფრინველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა; კონტეინერს უნდა ჰქონდეს ჰაერგამტარი სამი მხრიდან; უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ ცხოველს/ფრინველს შეეძლოს ბუნებრივად მოძრაობა; კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით;
მგზავრი, რომელსაც მატარებლით გადაჰყავს პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი, ვალდებულია თან იქონიოს ვეტერინარული მოწმობა, რომელიც მატარებელში ჩასხდომისას უნდა წარუდგინოს მატარებლის გამყოლს;
მგზავრი ვალდებულია, შინაური ცხოველის/ფრინველის კონტეინერი განათავსოს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა მგზავრების თავისუფლად გადაადგილებას;
მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი იმ პატარა ზომის შინაურ ცხოველზე/ფრინველზე, რომელიც მას გადაჰყავს მატარებლით. ვალდებულია, თვალყური ადევნოს კონტეინერს და მასში მოთავსებულ ცხოველს/ფრინველს, რათა მათ არ შეაწუხონ და საფრთხე არ შეუქმნან სხვა მგზავრებს, არ დააზიანონ ან დააბინძურონ მატარებელი და სხვა მგზავრების ქონება. თუ პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი ზიანს მიაყენებს სხვა მგზავრებსა და მატარებლის პერსონალს, დააზიანებს ან/და დააბინძურებს მატარებელსა და სხვა მგზავრების ქონებას, მაშინ ამ ზიანის ანაზღაურება სრულად დაეკისრება მგზავრს, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი;
აკრძალულია მატარებლით იმ შინაური ცხოველების/ფრინველების გადაყვანა, რომლებიც ავლენენ აგრესიულ ქცევას, აქვთ ინფექციური დაავადების ნიშნები ან ქმნიან აშკარა საფრთხეს მგზავრებისა და მატარებლის პერსონალის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის;
მატარებლის პერსონალს უფლება აქვს, კონტეინერის/ჩანთის პარამეტრების, უსაფრთხოების ან სანიტარიული ნორმების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვოს მგზავრს შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრა, ხოლო დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში - მგზავრს უარი განუცხადოს შინაური ცხოველის/ფრინველის მატარებლით გადაყვანაზე.